თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „რუმსში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „როგორია ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე ურბანული განვითარება“.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები. შეხვედრაზე განიხილეს ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე ურბანული განვითარების საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალების, გოგონებისა და მოწყვლადი ჯგუფების თანაბარ ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სერვისებზე და მათი განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დედაქალაქის სოციალურად ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე საცხოვრებელი განაშენიანების განვითარების საკითხები, ასევე გენდერულად სენსიტიური და ინკლუზიური ურბანული განვითარების გაძლიერების შესაძლებლობები.
სამუშაო შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების მექანიზმები განისაზღვრა.
გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024საკრებულოში მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11,2024„უსაფრთხო ონლაინი:ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში გამგეობების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 04,2024